ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

19 მაისი 2021, 20:04 1797 ნახვა

ქობულეთის ცენტრში  მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით ტ.გ-მ თავისი მეგობარი ი.ჟ ცეცხლასროლი იარაღით  დაჭრა.

ინფორმაციას მომხდარის შესახებ  მედიაპლატფორმა, "ასეა"  ავრცელებს.

უცნობია  რა გახდა  სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი. ინციდენტის შემდეგ დაჭრილი შუახნის მამაკაცი ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში მოათავსეს.

მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში