ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება

11 ნოემბერი 2016, 00:00 2096 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. ”მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში, ქვედანაყოფის ოცეულის მეთაურებისთვის ”უმცროსი მეთაურების განვითარების კურსი“ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში ჩატარდა. სწავლების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს სამანქანო კოლონის გადაადგილებასა და ქვეითად პატრულირებაში. ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი