მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვისა და უკრაინის მოქალაქეების სასამართლო

19 მაისი 2021, 18:22 1154 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინისა და უკრაინის ორი მოქალაქის საქმეზე სასამართლომ იმ ექსპერტებს მოუსმინა, რომლებმაც ბრალდებულების პირადი დოკუმენტები გადაამოწმეს. ექსპერტების განმარტებით, მათ ბრალდებულების პასპორტებთან ან სხვა დოკუმენტებთან დაკავშირებით საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ. დღეს ბრალდების მხარემ ასევე ნივთმტკიცებულებებიც წარადგინა, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების დაკავების დროს ამოიღეს. საუბარია თანხაზე,  ბრალდებულების პირად ნივთებსა და დოკუმენტებზე, ასევე მყვინთავის კომბინიზონზე. პროკურორის ინფორმაციით, გამოძიება ბრალდებული პირების მიერ მიგრანტების შესაძლო  გადაყვანის  ვერსიაზეც მუშაობს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან დღევანდელი  მტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულებს მიხელ სააკაშვილთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და ისინი მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინის და უკრაინის ორი მოქალაქე სამართალდამცავებმა 28 ნოემბერს შავ ზღვაში დააკავეს. გამოძიება მათ საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადმოკვეთას ედავება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში