დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 06:19 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი კი ნინოწმინდასთან, სოფელ ფოკასთან იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.