ამერიკაში 15 მაისის შემდეგ სრულად ვაქცინირებულები პანდემიამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდებიან. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, მათ, ვინც ვაქცინის ორი დოზა მიიღო და ბოლო აცრიდან 2 კვირაა გასული, უმეტესად შეუძლიათ პირბადის გარეშე იყვნენ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ახალი რეალობა და შემსუბუქებული წესები, ამერიკის ხმის რეპორტაჟი ვაშინგტონიდან.