ნაციონალური მოძროაბის ბრალდება აჭარის მთავრობას

18 მაისი 2021, 15:03 257 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს.   რეზო ხარაზს მაგალითისთვის მოჰყავს   ბათუმში საცურაო აუზისა  და ყინულის სახლის მშენებლობები. მისი თქმით,  სამუშაოები  1 წლის წინ უნდა დასრულებულიყო.  ირწმუნება, რომ  19  900  ათას    დოლარის   ღირებულების პროექტი  კანადურ კომპანია  „ვესტინკორ ლიმიტედს“ უნდა განეხორციელებინა.

აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ  კომპანიას ავანსის სახით 4  მილიონი   დოლარიც  ჩაურიცხა, თუმცა როგორც ხარაზი ამბობს,  სამუშაოები არ შესრულებულა, კომპანია კი გაქრა. ოპოზიცია ასევე ამბობს, რომ  ხელისუფლების გულგრილობასა და უყურადღებობას ეწირება   ლეონიძის ქუჩაზე   სპორტული კომპლექსიც, რომელიც არ ფუნქციონირებს და  მწყობრიდან გამოდის.   

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ  კომპანია "Westincor Limited“-მა  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  ვალდებულებები   არ შეასრულა,რის გამოც ხელშეკრულება მასთან შეწყდა ავანსის სახით გაცემული   სრული თანხიდან 3 მილიონ  998  ათას ლარზე მეტი კი უკან დააბრუნა ბიუჯეტში. 

სამინისტოში ამბობენ, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, და რომ  მიმდინარეობს პროექტის დასრულებისთვის საჭირო კონკრეტულ დეტალებზე გადაწყვეტილების მიღება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში