მიხაილო პოდოლიაკის განცხადება - შეფასება

03 იანვარი 2025, 17:55 209 ნახვა

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და არეულობის შემოტანის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
მმართველ გუნდში პოდოლიაკის ძველ კომენტარებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, „ამაზე მეტყველებს წინააღმდეგობა, რომელიც არის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში“.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში