"ევროპული საქართველო" საწვავის გაძვირებას აპროტესტებს. პარტიამ დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს მიაწვდიან ინფორმაციას, რატომ უნდა შემცირდეს სააქციზო გადასახადი ნავთობპროდუქტებზე.
გიგა ბოკერიას თქმით, მთავრობამ უნდა შეცვალოს გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც აქციზის საფასური გაორმაგდა.