საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში მეთერთმეტე გამარჯვება იზეიმა ქედის ბეთლემმა. 3-2 ასეთი ანგარიშით დასრულდა შეხვედრა მარტვილში სალხინოსა და ბეთლემს შორის. მეორე ტაიმში მასპინძლები 2-0-ს იგებდნენ, თუმცა ბეთლემის ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს. ბეთლემს ერთი ნაბიჯი აშორებს რომ რანგით პირველ ლიგაში დაწინაურდეს. ამისათვის დარჩენილ ორ ტურში ერთი გამარჯვების მოპოვებაა საჭირო. ქედის ბეთლემი მეორე ლიგაში 31 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურის მატჩს 15 ნოემბერს გამართავს სენაკის ეგრისის წინააღმდეგ.