არქეოლოგიურ საუნჯედ აღიარებულ გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე სპეციალისტებმა ახალ რომაულ მოზაიკას მიაკვლიეს, რომელიც მხოლოდ მაღალი სამხედრო რანგის საცხოვრებლებში გხვდება.
საინტერესოა, რომ რომის იმპერიის ცენტრისგან ასე მოშორებით მსგავსი მოზაიკა ნაპოვნი არ აქვთ, რაც მიუთითებს იმას, რომ მე-2 საუკუნეში რომაული კონტიგენტი აქ ფართოდ იყო წარმოდგენილი.