დღეს ბაირამობაა

13 მაისი 2021, 20:01 508 ნახვა

დღეს მუსლიმი მოსახლეობა ბაირამობას აღნიშნავს, დღეს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ლოცვები აღავლინეს, ოჯახები კი ტრადიციულ ჰალვას ამზადებენ.

მლოცველები დღეს ასევე ფულად ძღვენს გასცემენ, რომელიც შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.

რაც შეეხება ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მსურველებს, ისინი ჯერჯერობით გარე ტერიტორიაზე აღავლენენ ლოცვას, თუმცა როგორც იცით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიამ მათ მეჩეთის აშენების უფლება უნდა მისცეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი