თეთრი სახლი 12-15 წლის მოზარდებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილებას მიესალმება

13 მაისი 2021, 17:45 880 ნახვა

აშშ-ში 12-დან 15 წლამდე მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვას თეთრ სახლში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

პანდემიის საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დევიდ კესლერმა ამას დიდი და მნიშვნელოვანი გადაწვეტილება უწოდა და ყველა მშობელს, ვისაც12-დან15 წლამდე ასაკის მოზარდები ჰყავს, მათი ვაქცინაციის რეკომენდაცია მისცა.

სპეციალისტის თქმით, ახლა დროა მეცნიერებმა 12 წლამდე ასაკის ბავშვების იმუნიზაციაზე და მათთვის განსაზღვრული ვაქცინის შექმნაზე იმუშაონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში