საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

13 მაისი 2021, 12:23 699 ნახვა

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა. ქალაქში მოძრაობენ როგორც ავტობუსები ისე სამარშრუტო ტაქსები. ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 20:30-მდე იმუშავებენ. ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, მძღოლებს გეგმური ტესტირებაც  ჩაუტარდათ, კორონავირუსის შემთხვევები არ დადასტურებულა. უქმე დღეების გამო ორი კვირის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა. აკრძალვა არ ეხებოდა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში