ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ორი გარდაიცვალა.
დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.