აჭარაში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

10 მაისი 2021, 10:56 1374 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 136 პაციენტი.

9 მაისს კლინიკა დატოვა 32-მა ადამიანმა. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 9 პაციენტი. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს 448 პირი, კოვიდ სასტუმროში 305, ხოლო ონლაინ კლინიკაში 716.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 162 პირი, აჭარაში - 1 816.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი