მოდელი მარიშა ურუშაძე სოციალური ქსელით შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. ამბობს, რომ სფეროში დასაქმებულებს ცუდი სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურება აქვთ. მის შეფასებას ეთანხმებიან სხვა მოდელებიც, მიიჩნევენ, რომ საქართველოში აღნიშნული პროფესია სათანადოდ დაფასებული არ არის.
მოდელებს მხარს უჭერს მესამე სექტორი, სადაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში შრომითი უფლებების სისტემური რღვევა და უგულებელყოფა პრობლემად რჩება.