"სინოფარმის" ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

07 მაისი 2021, 19:23 2341 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების "სინოფარმის“ ვაქცინას, ავტორიზაცია მიანიჭა და ის გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ცოტახნის წინ მიიღო. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის სინოფარმის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. სინოფარმი მეექვსე ვაქცინაა, რომელმაც მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია, უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა.

ავტორიზაციის მიღების შემდეგ, სინოფარმი კოვაქს პლატფორმაზეც განთავსდება, რაც დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მომარაგებას ითვალისწინებს.

საქართველოში 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის "სინოფარმის" ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი