საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდება

06 მაისი 2021, 14:52 1260 ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ბრალდება ხულოს მერიის მისამართით. კახა დეკანაძე ირწმუნება, რომ თანხები მერიის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად  იხარჯება.  მისი თქმით,  თვითმმართველობამ  ბოლო წლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან  მიღებული თანხების ნაწილი უკან დააბრუნა, სპორტული  აქტივობებისთვის კი  არ გაითვალისწინა. დეკანაძე ასევე ამბობს, რომ მერია გეგმავს ხულოში  საფეხბურთო მოედნის ადგილას სპორტული კომპლექსის მშენებლობას , რასაც  ეწინააღმდეგება. ხულოს მერიაში ბრალდებებს  არ უპასუხეს, პირად საუბრებში კი გვითხრეს, რომ დეკანაძის  ინფორმაციები არასწორია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში