კორონავირუსის გავრცელების პიკს ორ კვირაში პროგნოზირებენ ეპიდემიოლოგები, ამიტომ იწყება საწოლების მობილიზაცია კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში. მდგომარეობა ექიმების თქმით, საყურადღებოა და ახლა მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები. ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი დადგენილ ზღვარსაც გასცდა. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრი სავსეა კოვიდ ინფიცირებული მცირეწლოვნებით.