გიორგობა ავღანეთში აღნიშნეს

06 მაისი 2021, 12:38 915 ნახვა

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა  აღავლინა. საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი  ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იანვრიდან ასრულებს. მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში