აჭარაში კორონავირუსის 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

06 მაისი 2021, 10:55 1193 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 98 პაციენტი.

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში  513 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 89, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11 პირი.

759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 408 - თბილისში, 326 - აჭარაში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 036 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 794 პირი, აჭარაში - 2 522.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი