საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 28 180 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 324, პისიარტესტით – 13 856.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,41 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,51 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,59 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა, აჭარა – 167, იმერეთი – 120, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 57, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 121, კახეთი – 60, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ქვეყანაში სულ აცრილია – 51 600 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 651.