საქართველოში ,,სინოფარმით'' ვაქცინაცია დაიწყო

04 მაისი 2021, 11:52 1534 ნახვა

ჩინური ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში დაიწყო. ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია ამ ეტაპზე შესაძლებელია 30 დაწესებულებაში, ხვალიდან კი მათი რიცხვი 44-მდე გაიზრდება. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩინური პრეპარატით გაიკეთა აცრა, ამირან გამყრელიძეა, რომელმაც ამ ფორმით მაგალითი მისცა მოსახლეობას.  ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე ვკითხულობთ, რომ სასურველი ვაქცინა უკვე არჩეული აქვს 69 ათას 547 მოქალაქეს. ლიდერობს ფაიზერი, ყველაზე ცოტას სურს ჩინური ვაქცინები. დაახლოებით 5 ათასზე მეტი ირჩევს ,,სინოფარმს'',   ,,სინოვაკს'' კი 1000-მდე მოქალაქე. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში