ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთ დღეში ორი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა

01 მაისი 2021, 18:47 1546 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენში მიმდინარე ATP-ის ტურნირის ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში 22 წლის ნორვეგიელი ჩოგბურთელი კასპერ რუდი მარტივად ორ სეტში ანგარიშით 6:1, 6:2 დაამარცხა. ნ

ნიკამ მსოფლიოს 24-ე ჩოგანს 1 საათსა და 12 წუთში მოუგო. აღსანიშნავია ფაქტია, რომ ბასილაშვილმა ერთ დღეში ორი შეხვედრა გამართა და ორივე მოიგო.

ზოგადად ერთ დღეში დიდ ტურნირებზე ორი შეხვედრა იშვიათად ინიშნება. ბასილაშვილის მეოთხეფინალური მატჩი გუშინ დაიწყო თუმცა ძლიერი წვიმის გამო პირველ სეტში შეწყდა და დაპირისპირება დღეს გაგრძელდა.

სულ რამდენიმე საათიანი შესვენების შემდეგ კი ნიკოლოზმა ნახევარფინალიც მოიგო და გერმანული ტურნირის ფინალშიც გავიდა.

ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი 31 წლის გერმანელ იან ლენაედ შტრუფს შეხვდება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 7 ჯერ შეხვდნენ. 3 მატჩი ნიკამ მოიგო, ხოლო 4 შტრუფმა. მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილი 35 პოზიციაზეა,ხოლო გერმანელი 44-ე ადგილს იკავებს. ფინალური მატჩი კი ხვალ 15:30 საათზეა ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში