ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ. ცეცხლს ჯერ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, შემდეგ კი ქვეყნის სხვადასხვა ტაძარში გადანაწილდება.იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული, მოქალაქეები დაესწრნენ. მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.