ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნჰენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალშია. ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში სლოვაკ ნორბეტ გამბოსს დაუპირისპირდა და ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:4,6:4 დაამარცხა.
შეხვედრა გუშინ დაიწყო, თუმცა ძლიერი წვიმის გამო პირველ სეტში 5:4 ზე შეწყდა. მატჩი დღეს გააგრძელეს და ნიკამ მოგებით დაასრულა.
29 წლის ბასილაშვილი ნახევარფინალში ახალგაზრდა ნიჭიერ ნორვეგიელ კრისტოფერ რუდს შეხვდება. ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში 35-ე ადგილზეა, ხოლო რუდი 24-ზე.
ნიკას და რუსის დაპირისპირება დღეს 17:00 საათზეა ჩანიშნული,თუმცა რადგან ბასილაშვილმა სულ ცოტახნის წინ დაასრულა მეოთხედფინალური შეხვედრა, შესაძლოა ეს მატჩი გადაიწიოს.