ქალთა საფეხბურთო გუნდი ‘’ბათუმი’’ ეროვნულ ჩემპიონატში წარმატების მისაღწევად ინტენსიურ მომზადებას გადის. ფეხბურთელები ამბობენ, რომ ქალთა ფეხბურთის მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, თუმცა გუნდს მოედნის პრობლემა აქვს და იმედოვნებენ, რომ ეს მალე მოგვარდება.
ბათუმელთა გუნდში ნათია თავართქილაძე ერთ-ერთია, რომელიც ფეხბურთს წლებია თამაშობს და იმ სტერეოტიპს ამსხვრევს, რომ ქალებს ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ.