გახდება თუ არა ტექდათვალიერება სავალდებულო? ქვეყნის ვიცე-პრემიერი განმარტავს, რომ 2017 წელს ყველა რეგიონში ტექნიკური ისპექტირებისთვის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ჯამში 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება და 1 000-მდე სპეციალისტი მომზადდება და დასაქმდება. ახალ სტანდარტს საერთაშორისო კომპანიები დანერგავენ. ნორმები კი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.