აჭარაში კორონავირუსის 146 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

29 აპრილი 2021, 11:04 1037 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 146 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოჯანმრთელდა 114 პირი, დღემდე რეგიონში კოვიდ-19 სულ 37 770 ადამიანმა დაამარცხა.

გუშინ კლინიკა დატოვა 29-მა პაციენტმა. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში კრიტიკულად იმყოფება  და მართვით სუნთქვაზეა 8 პირი.

29 აპრილის მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 361 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 335, ხოლო ონლაინ კლინიკაში 739.  

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია 14 სკოლა და 10 ბაღი. სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასულია 37 კლასი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი