ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებსა და ლიეტუვისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერაზე. გაბრიელიუს ლანდსბერგისი ქართველ კოლეგასაც შეხვდა.