საქართველოში კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

28 აპრილი 2021, 10:54 1017 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი,  878 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26, ბოლო 14 დღის – 4,39.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 69, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 482, საიდანაც: 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 101, აჭარაში - 435, იმერეთში - 415. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 732 პირი, მათ შორის, თბილისში - 381, აჭარაში - 68, იმერეთში -94. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 156 პირი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. 707 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 - თბილისში, 306 - აჭარაში. 9 995 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  41 801 ადამიანმა გაიკეთა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი