კახი კავსაძესთან გამომშვიდობება

27 აპრილი 2021, 20:01 800 ნახვა

85 წლის ასაკში  მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მას გასული წლის 28 ნოემბერს კორონავირუსი დაუდგინდა.

რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი საავადმყოფოში დაბრუნება გახდა საჭირო.

კახი კავსაძემ ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შექმნა. მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო და პრემია. არის საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში