“მთავარი არხის” ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. რურუა, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. იგი ციხიდან საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გამოვიდა.
„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
რურუას შეწყალება ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ განხორციელდა.