ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, მისი თანამშრომელი რომ ყოფილიყო, ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე, მისი საქციელების გამო გაათავისუფლებდა. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხებამდე განცახდებები გაკეთდა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ უსამართლოა, როცა ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან აუდიტის დასკვნის საფუძველზე თავისუფლდება, მაშინ, როცა ნოდარ დუმბაძის თქმით, არჩილ ჩიქოვანზეც კრიტიკული დასკვნა ჰქონდა აუდიტს, როცა ის საგზაო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. თავად არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ბრალდებები მის მიმართ მაშინ, როდესაც ბულვარის დირექტორთან აიგივებენ უსაფუძვლოა და ის პერსონიფიცირებულ შეფასებებს არ აკეთებს. დღესვე, გასული წლის ბიუჯეტი და მისი მთავარი პარამეტრები განიხილეს, განისაზღვრა პარკირების ადგილები და საფასური.