საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღიდან 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საკითხზე იმუნიზაციის საბჭოს დღვანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
მინისტრის განმარტებით, ასევე გაფართოვდება ქსელიც, სადაც მოქალაქეების ვაქცინაცია მოხდება. ასეთი პუნქტები კი ქვეყნის მასშტაბით 138 იქნება.
„ძირითადი თემა იყო „სინოფარმი“. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის 8 საათზე პორტალი გაიხსნება, სადაც მათ ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეეძლებათ. არა ერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ არის უსაფრთხო. შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. მას ამ ეტაპზე WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს.