ბათუმელი პიანისტების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. ანრი კაკაბაძემ და ბაჩი მიქელაძემ გრან- პრი მოიპოვეს. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა 1 600 მონაწილეს შორის, პირველი ადგილები აიღეს. კლასიკური მუსიკის რიგით მე-12 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი ნაწილობრივ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა, ბათუმელი პიანისტებმა ნაწარმოებები დისტანციურად შეასრულეს.