თუ ქართული ოცნება ამნისტიაში მოძალადეებს ჩაწერს, კენჭისყრაში არ მიიღოთ მონაწილეობა - ასე მიმართავს ოპოზიციას საპატიმროში მყოფი ნიკა მელია. საიას განცხადებით კი, საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს, რომ ამნისტია ან შეწყალება პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დანაშაულებზე გავრცელდეს.
20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე იმსჯელეს დღეს მმართველი გუნდის ოპონენტებმა არასამთავრობო სექტორთან ერთად.