ოჯახი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს

24 აპრილი 2021, 18:23 2183 ნახვა

დაკავებული ამირან აშბას ახლობლებმა საპროტესტო აქცია პოლიციის მეორე  განყოფილებასთან გამართეს. მათი ინფორმაციით,  მანქანაში რომელშიც აშბა იმყოფებოდა მისი არ ყოფილა ასევე არ ეკუთვნოდა მას მანქანაში არსებული დანა რომელსაც პოლიცია ედავება. ოჯახის წევრების ინფორმაციით,  აშბა პრობაციონერია, ციხიდან პირობითი მსჯავრით სამი თვის წინ გამოვიდა.

დაკავებულის  ახლობლები ირწმუნებიან, რომ აშბა პოლიციელებმა  უკანონოდ დააკავეს და მას უთვალთვალებენ.ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ამირანის დაკავების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში მათ საცხოვრებელთან სამართალდამცველები იყვნენ  მობილიზებული, დღეს დილით კი  აშბა საკუთარი ფეხით მივიდა განყოფილებაში. ახლობლები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ,  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შინაგან საქმეთა სამინსიტროს დავუკავშირდით, უწყებიდან კომენტარს ამ დრომდე ველოდებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი