ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ.
დღეს, დილიდან 13 მაღაროს 3 700-მდე მაღაროელმა სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა.
დასაქმებულები ხელფასების 50%-იან მატებას და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები, ჭიათურის მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს.
ადგილზე პროფკავშირების წარმომადგენლები მივიდნენ.
მოგვიანებით, "ჯორჯიან მანგანეზმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, თითოეული მაღაროელისთვის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე შეთანხმდნენ.