შეწყდეს „პოლიტიკური ანგარიშსწორება“ წულაიას მიმართ – ოპოზიციური პარტიები

22 აპრილი 2021, 14:58 205 ნახვა

22 პოლიტიკური პარტია პოლიტიკოს გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ისინი წულაიას დაპატიმრებას მის მიერ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციას უკავშირებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და არ აპირებენ ავტომატურად ეჭვქვეშ დააყენონ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, თუმცა აღნიშნავენ, რომ წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს, ვინაიდან ანალოგიური ბრალდებების დროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში