დაკავება მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე

22 აპრილი 2021, 12:32 893 ნახვა

მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, დაკავებული დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. ასევე, მან იძულებით გამოართვა ერთ-ერთ დაზარალებულს ტელეფონი. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას, იძულებას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულიხსმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი