პარტიათა შეთანხმების აღსრულება ჯერ ბუნდოვანია

21 აპრილი 2021, 20:11 873 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უარს ამბობს, გათავისუფლების იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში ჩაიდო და ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა. დეპუტატები უკვე 27 აპრილიდან საკანონმდებლო ორგანოში, ამინისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას მოახდენენ.

სრულყოფილად კი საქმიანობას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები მას შემდეგ შეუდგებიან, რაც გიორგი რურუა და ნიკა მელია ციხეს დატოვებენ. „ქართული ოცნება“ მზადაა, ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც პროკურატურამ წარუდგინა.- ეს ფრაზა დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ტრიბუნიდან გაჟღერდა.

მმართველი გუნდისთვის მელიას გათავისუფლების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა კომპრომისია და გაუგებარია ოპონენტების პოზიცია, რომელთაც დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი