ეს არის ნაბიჯი ევროპისკენ, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის დასრულების, გზა ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის შეთანხმებისკენ და უკეთესი არჩევნებისკენ, დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ასე ფიქრობენ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები. სრულდება თუ არა პარტიებს შორის მიღწეული კონსესუსით ქვეყანაში ოქტომბრის შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისი, ამას მომავალი გვიჩვენებს, რადგან ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსს შორის არ არიან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ევროპული საქართველო“ . ანუ, დოკუმენტზე ჯერ მხოლოდ 11 ხელმოწერაა.