საპარლამენტო თანამდებობები – კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია

07 ნოემბერი 2016, 00:00 3487 ნახვა

მთავრობის ფორმირებამდე მე-9 მოწვევის პარლამენტი თავმჯდომარეს, ვიცესპიკერებსა და კომიტეტების ხელმძღვანელებს პირველ სხდომაზე დაამტკიცებს. საპარლამენტო თანამდებობებზე  კანდიდატების  ძირითადი ნაწილი უკვე ცნობილია.  ასევე ცნობილია რომ, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს წარადგენენ. მისი პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან გია ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და აჭარის კვოტით ილია ნაკაშიძე. საპარლამენტო უმრავლესობას, საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ ორი ფრაქცია ეყოლება. საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას” მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

ამავე კატეგორიაში