„ქედის ბოსტნეული ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, განსაკუთრებით პომიდორი“ - ასე ამბობენ ფერმერები, რომლებიც ბოსტნეული კულტურების მოვლას დიდ დროს უთმობენ.
ჩითილებისთვის ნიადაგის მომზადება თებერვლიდან იწყება, ადრეული გაზაფხულიდან კი ბოსტნეულის თესლს თესავენ.
სოფელ ვაიოში მცხოვრები დავითაძეები, პროდუქტის რეალიზაციისთვის , ბაზართან ერთად ინტერნეტს იყენებენ.