საპარლამენტო არჩევნებიდან, რის შემდეგაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა, ნახევარი წელი გავიდა.არაერთი მოლაპარაკების, ევროპული მედიაციის და აქციების შემდეგ - შარლს მიშელის საბოლოო დოკუმენტზე მხარეებს დღეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ახალ შეთავაზებაზე პარტიები დილიდან მსჯელობენ, პოლიტ საბჭოს სხდომებზე. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მზად არის, განიხილოს განახლებული დოკუმენტი, თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გვარამიას საქმეებში პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაძლებლობას გამორიცხავს და საკუთარ ხედვას აქვეყნებს. რაც შეეხება ოპონენტებს, ოპოზიციის ნაწილი ცალსახად არ აპირებს შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, სხვებისთვის კი მმართველი პარტიის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა პარლამენტში შესვლის წინაპირობაა.