ქედაში, სოფელ მახუნცეთში ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით 2 000 კვ. მეტრზე ეკალ-ბარდებს უკიდია. იმის გამო, რომ ხანძრის კერა მიუვალ ადგილზეა, სამაშველო ბრიგადებს მისვლა უჭირთ, რაც ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს ართულებს.
შემთხვევის ადგილას, ქედის და ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.