ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გაქურდვა სცადეს

16 აპრილი 2021, 15:10 545 ნახვა

ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გაქურდვა სცადეს. დაზიანებულია ტაძრის სარკმლის მინა, თუმცა ტაძრიდან, როგორც  დეკანოზი სერგი რუხაძე  აცხადებს,  დაკარგული არაფერი არ არის. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ შემთხვევა 15 აპრილს ღამის საათებში მოხდა. ხმაურზე ტაძრის მიმდებარედ მცხოვრებლები გამოვიდნენ და ფაქტი აღკვეთეს. გამოიძახეს პოლიციაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში