ძმებ წულუკიძეებს და ჭელიძეებს ბრალს დღეს წაუყენებენ

16 აპრილი 2021, 12:36 782 ნახვა

ძმებ წულუკიძეებსა და ჭელიძეებს სავარაუდოდ ბრალს დღეს წარუდგენენ. 6 ადამიანი გუშინ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საუბარია 12 აპრილს მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც ნამახვაჰესის მშენებლობის საპროტესტო აქციაზე  მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქის დასაცავად მათ 3 მოქალაქეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, დაპირისპირებისას დაზიანდა ავტომობილიც. დღეს დაკავებულების ახლობლები და ოჯახის წევრები ქუთაისში საპროტესტო აქციას გამართავენ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  მათი პროცესი უნდა გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში