ქობულეთში, სოფელ ​წყავროკას ბაღი დაიხურა - კოვიდი დამლაგებელს დაუდასტურდა 

16 აპრილი 2021, 11:37 925 ნახვა

ქობულეთის სოფელ ​წყავროკას ბაღი დაიხურა. კორონავირუსი ერთ დამლაგებელს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდა. 

ბაღების გაერთიანების დირექტორი ია ხალაში აცხადებს, ინფიცირების წყარო ოჯახური კონტაქტია.  მისივე თქმით, პრევენციის მიზნით შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

მუნიციპალიტეტში სულ სამი ბაღია დახურული, მათ შორისაა გელაურის დასახლების მე-6 და სოფელ ციხისძირი ბაღი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი